CDS

ინოვაციური პროექტი: იქირავე საიტი შენი ბიზნესისთვის. თავიდან აირიდე საიტის დამზადების დრო და ხარჯი,  მიიღე სრულფასოვანი საიტი 24 საათში

საიტის დამზადება ხდება უფასოდ. 

საიტის ქირაობის ყოველთვიური გადასახადი არის 15 ლარი. შეკვეთისას ხდება 3 თვის თანხის წინასწარ გადახდა. 3 თვის შემდეგ თანხას გადაიხდით ყოველთვიურად.

საიტის შეკვეთა ხდება ჩვენი საიტიდანვე. შეავსეთ შეკვეთის ფორმა. მითითებულ მეილზე მიიღებთ ინვოისს. თანხის გადახდის შემდეგ 24 საათის განმავლობაში გამზადდება თქვენი საიტი და მეილზე მიიღებთ მართვის პანელში შესასვლელ სახელს და პაროლს.

მართვის პანელში მოცემულია მართვისთვის საჭირო დეტალური ინსტრუქციები. თუ პირადი კონსულტაცია დაგჭირდებათ სამუშაო საათებში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 110 410 და მომდევმო დღეს დავნიშნავთ კონსულტაციას.

საიტის დიზაინი:

საიტის დიზაინი შეგიძლიათ შეცვალოთ კომპანიის ლოგოს და კორპორატიული სტილის შესაბამისად. ფერების და ვიზუალური ეფექტების გადანაწილება ხდება ისე, რომ საიტი იყოს ადვილად გამოყენებადი და გასაგები. მთავარ გვერდზე განთავსდება თქვენს მიერ შერჩეული ინფორმაციები. დიზანი ითვალისწინებს ანიმაციურ კატეგორიებს და ქვე კატეგორიებს, ასევე მთავარ გვერდზე განთავსებულ სლაიდერს.

საიტის სტრუქტურა:

თქვენ შეგეძლებათ საიტის სტრუქტურის ცვლილება საკუთარი შეხედულების მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ სახელი გადაარქვათ საიტის ნებისმიერ განყოფილებას, შექმნათ ახალი განყოფილებები და გვერდები, დაარედაქტიროთ და წაშალოთ ინფორმაციები. დაამატოთ და წაშალოთ სარეკლამო ბანერები. საიტზე ტექსტების რედაქტირება შესაძლებელია ვიზუალური რედაქტორით.

საიტი არ არის დამზადებული მზა ძრავზე და გამოსყიდვის შემდეგ მასზე შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ფუნქციების დამატება და სტრუქტურის გადაკეთება. 

ჩვენს მიერ დამზადებულ ვებ გვერდებს აქვს მარტივად მოწყობილი სამართავი პანელი, მისი მართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვინც იცის საოფისე პროგრამები;

ვებ გვერდს ექნება:

  • მართვადი კატეგორიები და ქვე კატეგორიები;
  • დინამიური საინფორმაციო გვერდები;
  • საინფორმაციო გვერდებს ექნება სრულად ნახვა სადაც შესაძლებელი იქნება დაწვრილებითი ინფორმაციის დამატება;
  • შეუზღუდავი რაოდენობის მართვადი ბლოკები (სარეკლამო ბლოკები);
  • საკონტაქტო ინფორმაცია და მეილზე ონლაინ მიწერის სისტემა;
  • მთავარ გვერდზე განთავსებული მართვადი სლაიდ შოუ; სადაც ადმინისტრატორს შეეძლება დაამატოს და წაშალოს სლაიდები (სურათები) სურვილის მიხედვით, რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • საიტზე ნებისმიერ გამყოფილებაში შესაძლებელია ვიდეოს ჩასმა;
  • საიტი იქნება სამ ენაზე (ქართული და ინგლისური + რუსული ენა რომლის ჩართვა გამორთვაც მართვის პანელიდან არის შესაძლებელი);